ადვოკატთა კონკურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზირებულ კურსში მონაწილეობის მისაღებად!

7 აგვისტო 2015

ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს ადვოკატთა შესარჩევ კოონკურსს.

        

კონკურსის მიზანი:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, სპეციალიზირებულ კურსებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მასშტაბით, 225 ადვოკატის შერჩევა.

       

სპეციალიზირებული კურსის ჩატარების ადგილებითბილისი, თელავი, ბორჯომი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

      

სპეციალიზირებული კურსების რაოდენობა:
ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი ორგანიზებას გაუწევს 9 სპეციალიზირებულ კურსს.
თბილისში ჩატარედბა 4 სპეციალიზირებული კურსი, თელავში 1, ბორჯომში 1, ქუთაისში 1, ბათუმში 1 და ზუგდიდში 1.

    

ქალაქების მიხედვით კურსის მონაწილეთა რაოდენობა:

     

  • თბილისში – 90 ადვოკატი, თბილისში შიდა/ქვემო ქართლში მაცხოვრებელი.
  • თელავში – 27 ადვოკატი, კახეთის სხვადასხვა ქალაქებიდან.
  • ქუთაისში – 27 ადვოკატი, 10 უშუალოდ ქუთაისში მაცხოვრებელი და 17 ქუთაისის გარშემო რეგიონებიდან.

ამავე პრინციპით:

    

  • ბორჯომში – 27 ადვოკატი;
  • ბათუმში – 27 ადვოკატი;
  • ზუგდიდში – 27 ადვოკატი.
  •    

კურსის ხანგრძლივობა: 3/4 დღე.

     

სერტიფიცირება:
სპეციალიზირებული კურსი დასრულდება ტესტირებით და მხოლოდ წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები.

      

ტრენერებიკურსებს გაუძღვებიან ადვოკატთა სწავლებისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე,  სპეციალურად გადამზადებული ტრენერები. 

      

სასწავლო მოდულისპეციალიზირებული კურსის სასწავლო მოდული მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მასალებს.

     

კონკურსის პირობები:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზირებული კურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

       

      

დაინტერესებულმა ადვოკატებმა საბუთები (ქართულ ენაზე) უნდა გამოაგზავნონ ადვოკატთაასოციაციის სასწავლო ცენტრის ელ. მისამართზე sascavlocentri@gba.ge 

       

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის15სექტემბერი.

                

საკონკურსო კომისიასპეციალიზირებული კურსის მონაწილეებს შეარჩევს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, საგანმანათლებლო საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისია.

        

მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპადსაბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

        


დამატებითი
 ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

         

ტელ: (+995 32) 2 987878 / 555070786 / 555010605 / 555007708
sascavlocentri@gba.ge 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი